შპს ტიკტიკ.მი
წესები და პირობები
ზოგადი ინფორმაცია
შპს ტიკტიკ.მი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას (შემდგომში „პლატფორმა“), რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან გამყიდველებსა და მყიდველებს, რომლებიც ცდილობენ შესაბამისად გაყიდონ და იყიდონ ბილეთები ვებგვერდზე www.tictic.me. კერძოდ, პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განათავსონ გასაყიდად და შეიძინონ ბილეთები სპორტის, კონცერტების, გართობის, თეატრის, მიუზიკლისა და ა.შ. სფეროებში (შემდგომში „ღონისძიებები“).
შპს ტიკტიკ.მი არის მეორადი ბილეთების პლათფორმა, რომელიც დარეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ (შემდგომში, „მყიდველი“) და გაყიდონ (შემდგომში „გამყიდველი“) ბილეთები. გამყიდველი (და არა ჩვენ) ადგენს ბილეთების ფასებს, ბილეთის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს ბილეთის ნომინალური ღირებულებისგან. როგორც ბაზარი, ტიკტიკ.მი არ ფლობს საიტზე განთავსებულ ბილეთებს საკუთრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტიკტიკ.მი გაწვდით ფასებს, ჩამონათვალს და სხვა მითითებებს საიტზე, ასეთი მითითებები არის მხოლოდ საინფორმაციო, გამყიდველის მიერ განთავსებული (სიზუსტის გარანტიის გარეშე). ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ტიკტიკ.მი შეიძლება დაეხმაროს მყიდველსა და გამყიდველს შორის დავების გადაწყვეტაში, ტიკტიკ.მი-ს არ აქვს კონტროლი და არ იძლევა გარანტიას ბილეთების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან კანონიერებაზე; მომხმარებლის განცხადების შინაარსისა ან ჩამონათვალის სანდოობასა ან სიზუსტეზე; გამყიდველების შესაძლებლობაზე გაყიდონ ბილეთები, ან მყიდველების გადახდისუნარიანობაზე.
თქვენ მიერ პლატფორმის გამოყენება (მათ შორის აპლიკაციების და სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების საშუალებით) რეგულირდება ექსკლუზიურად შემდეგი წესებით და პირობებით (შემდგომში ერთობლივად მოიხსენიება, როგორც: „წესები და პირობები“). გამოყენების პირობები თანაბრად ვრცელდება გამყიდველსა და მყიდველს შორის და ასევე მომხმარებლებსა (გამყიდველებსა და/ან მყიდველებს) და ტიკტიკ.მი-ს შორის. ეს პირობები ვრცელდება გამყიდველის ნებისმიერ განაცხადსდართულ კონკრეტულ პირობებთან ერთად. თუ გამყიდველი დაამატებს რაიმე სპეციფიკურ პირობებს, ისინი გამოჩნდება განაცხადის გვერდზე. გამყიდველს არ შეუძლია დააწესოს ისეთი სპეციფიკური პირობები, რომლებიც ეწინააღმდეგება ტიკტიკ.მი-ს გამოყენების პირობებს. შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით (მაგ. რეგისტრაციისას ან ანგარიშის შექმნისას), თქვენ ეთანხმებით წინამდებარე გამოყენების პირობებს.
ტიკტიკ.მი სთავაზობს ბაზარს მრავალფეროვანი ღონისძიებების ბილეთებს, სადაც ყველა გამყიდველი ვერიფიცირებულია. პერსონალური ინფორმაცია ინახება ტიკტიკ.მი-ს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ტიკტიკ.მი-ს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ჩართული მხარე კეთილსინდისიერია და არ აქვს თაღლითობის განზრახვა, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები და სამართლებრივი დავა.
ტიკტიკ.მი-ს პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს მყიდველებს სასურველი ბილეთების შეძენაში და გამყიდველებს მათი ბილეთების მიმართ ბაზარზე არსებული ინტერესის მოზიდვაში. ტიკტიკ.მი აწესებს პლატფორმაზე განთავსებული ბილეთის ფასის 10%-ს საკომისიოს სახით. ტიკტიკ.მი-ს პლატფორმაზე ყველა გაყიდვა საბოლოოა. ტიკტიკ.მი არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთების გადაყიდვაზე ან დაბრუნებაზე. ტრანზაქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მყიდველსა და გამყიდველს შორის. ოფიციალური დავების შემთხვევაში ტიკტიკ.მი დაეხმარება სამართლებრივ ორგანოებს და მიაწვდის მათ დავასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციასა და მონაცემებს. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ ტიკტიკ.მი-ს შიდა ჩატის ფუნქცია ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისთვის. ამავდროულად იკრძალება აღნიშნულ ჩათში მყიდველსა და გამყიდველს შორის ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გაცვლა (სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირადი ფოტოს ფაილი; ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელის ლინკი და ა.შ.).
უფლებამოსილება/რეგისტრაცია
იმისათვის, რომ პლატფორმის გამოყენებისათვის უფლებამოსილი იყოთ, აუცილებელია დადგენილი რეგისტრაციის პროცედურის სრულად გავლა, მათ შორის ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის სწორად მიწოდება შესაბამის სარეგისტრაციო ფორმაში. რეგისტრაცია უფასოა, გარდა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო ხარჯისა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.
დარეგისტრირების უფლება აქვთ მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი ასაკის ქმედუნარიან ფიზიკურ პირებსა და ასევე იურიდიულ პირებს. პლატფორმაზე წვდომის სხვა შეზღუდვა არ არსებობს და ტიკტიკ.მი იტოვებს უფლებას, დაბლოკოს კონკრეტული მომხმარებლის პლატფორმაზე წვდომა და გამოყენება, თუ მას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მომხმარებელმა დაარღვია გამოყენების პირობები ან ნებისმიერი მოქმედი რეგულაცია და კანონმდებლობა.
მომხმარებლები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის პროცესში მიაწოდონ სწორი და სრული ინფორმაცია. მომხმარებლებმა არ უნდა წარმოაჩინონ თავი სხვა პირად, გამოიყენონ სახელი, რომლის გამოყენების უფლებაც არ აქვთ, ან სხვაგვარად დაარღვიონ მესამე მხარის უფლებები რეგისტრაციის პროცესისას.
თუ რეგისტრაციისას არასწორი ინფორმაციაა მოწოდებული, მომხმარებლებს შეიძლება მუდმივად ან დროებით აეკრძალოთ პლატფორმის გამოყენება.
პლატფორმაზე წვდომა დაცულია ინდივიდუალური პაროლით. თავიანთი პაროლის უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ მომხმარებლების პასუხისმგებლობაა. ტიკტიკ.მი გირჩევთ პაროლის შეცვლას რეგულარული ინტერვალებით. პაროლები არ უნდა გადაეცეს მესამე პირებს. პაროლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ პლატფორმაზე წვდომისთვისა და პლატფორმაზე შემოთავაზებული სერვისების მისაღებად. მომხმარებლები თავად არიან პასუხისმგებელი ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდა მათი პაროლის გამოყენებით. ტიკტიკ.მი მოუწოდებს მომხმარებლებს, დაუყოვნებლივ შეცვალონ პაროლი, თუ ის ცნობილი გახდება არაავტორიზებული მხარეებისათვის.
შპს ტიკტიკ.მი-ის როლი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტიკტიკ.მი წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რათა ღონისძიებების ბილეთების გამყიდველები და მყიდველები მოაქციოს საერთო სივრცეში და შეუქმნას მათ კომფორტი სასურველი ტრანზაქციების განსახორციელებლად. ტიკტიკ.მი-ს პლატფორმა არ მასპინძლობს ღონისძიებებს, არ ყიდის ბილეთებს და არ ერთვება მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელშეკრულების შესრულებაში. ტიკტიკ.მი არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთებზე და ტრანზაქციები რეალურად ხორციელდება მხოლოდ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.
ტიკტიკ.მი არის ღონისძიებების ორგანიზატორებისაგან დამოუკიდებელი სუბიექტი და მისი მომხმარებლების მიერ სავაჭრო ნიშნის გამოყენება ღონისძიების იდენტიფიკაციის მიზნით არ ნიშნავს ორგანიზატორებთან პარტნიორობას. ორგანიზატორებთან პარტნიორობის ან/და შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ის პირდაპირ უნდა იყოს აღნიშნული პლატფორმაზე.
პლატფორმაზე მომხმარებლების რეგისტრაცია უფასოა. ტიკტიკ.მი მიიღებს პლატფორმით მომსახურების საკომისიოს გამყიდველისგან და/ან მყიდველისგან ყოველი ტრანზაქციის დროს. საკომისიოს გადაიხდის გამყიდველი და/ან მყიდველი და ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა თითო განაცხადზე/შეკვეთაზე, ტრანზაქციის ღირებულების პროცენტი ან ნაწილი. ტიკტიკ.მი-ს საკომისიოს მოცულობა გამჭვირვალეა და მომხმარებელი ხედავს თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას. ტიკტიკ.მი ინახავს გამყიდველების თანხას ან შემოსავალს საკუთარ ანგარიშზე და გამყიდველს მას დაურიცხავს ღონისძიების ჩატარებიდან (ბილეთის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში) არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში.
ტიკტიკ.მი-ს შეიძლება ჰქონდეს უფლება ტექნიკურად დაარედაქტიროს მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეთავაზებები ისე, რომ ისინი ასევე იყოს ნაჩვენები მობილურ მოწყობილობებზე ან ტიკტიკ.მი-ის ან მესამე მხარის პროგრამულ აპლიკაციებზე. ტიკტიკ.მი-ს უფლება აქვს დააწესოს ფასების ზღვარი კონკრეტულ ღონისძიებებზე და რიგ შემთხვევაში შეიძლება ეს შეიძლება განპირობებული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნით.
პლატფორმის გამოყენების პრინციპები
არასრულწლოვანებს (18 წლამდე ასაკის პირებს) არ აქვთ უფლება გამოიყენონ პლატფორმა ზედამხედველობის გარეშე და მოვითხოვთ, რომ არასრულწლოვანებმა არ მოგვაწოდონ რაიმე სახის პერსონალური ინფორმაცია.
მომხმარებლებს არ აქვთ უფლება განათავსონ რეკლამა (მათ შორის, თვითრეკლამა და ბმულები) პლატფორმაზე, მათ შორის შეთავაზების გვერდების გამოყენებით.
რამდენადაც ტიკტიკ.მი არ იძლევა ნებართვას, მომხმარებლები იღებენ ვალდებულებას, არ გამოიყენონ სხვა მომხმარებლების მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე ან მიიღეს ინფორმაცია მათ შესახებ პლატფორმის გამოყენების დროს. დაუშვებელია ასეთი ინფორმაციისა და მონაცემების გამოყენება სარეკლამო მიზნების, არასასურველი მეილების გაგზავნის, სხვა არასასურველი კომუნიკაციებისთვის ან სხვა მიზნებისთვის თუ ისინი სცილდება იმ მიზნებს, რომლებიც ემსახურება პლატფორმას.
მომხმარებლებმა, პირდაპირ ან ირიბად, პლატფორმიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არ უნდა დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი გამყიდველთან ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან სოციალური მედიით, რათა განახორციელონ გარიგებები და შეთანხმებები პლატფორმის გარეთ, რომლებიც მიზნად ისახავს ტრანზაქციის საკომისიოს თავიდან არიდებას. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ ტიკტიკ.მი-ს შიდა ჩატის ფუნქცია ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და მეტი დაცულობისთვის, აკრძალულია შიდა ჩათით სარგებლობისას მყიდველსა და გამყიდველს შორის პირადი მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის ლინკის შემცველი კონტენტის გაზიარება ნებისმიერი ფორმით.
მომხმარებლები თანხმდებიან, გამოიყენონ პლატფორმა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. ტიკტიკ.მი იტოვებს უფლებას, განახორციელოს სამართლებრივი ზომები იმ მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ მოქმედ დებულებებს, დააწესოს ჯარიმები და მოითხოვოს, პლატფორმისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
კონტენტის მოდერაცია
ტიკტიკ.მი დიდ ყურადღებას უთმობ პლატფორმაზე არსებული კონტენტის ხარისხს, რათა უზრუნველვყოს უსაფრთხო და სამართლიანი გამოცდილება ყველა მომხმარებლისთვის. ამის მისაღწევად და იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ ღონისძიებები და შექმნან სიები პლატფორმაზე, მომხმარებლებს შეუძლიათ დაარეპორტონ როგორც განცხადებები, ასევე ღონისძიებები, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება არღვევდეს ტიკტიკ.მი-ს წესებს ან სამართლებრივ მოთხოვნებს და ამისთვის ინფორმაცია უნდა გააგზავნონ ტიკტიკ.მის კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტაზე info@tictic.me.
მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
ტიკტიკ.მი-ს პლატფორმაზე განთავსებული ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ურთიერთობის შეწყვეტა, მომხმარებლების გამორიცხვა
ტიკტიკ.მი-სა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იწყება მომხმარებლის ანგარიშის ვერიფიკაციისა და გააქტიურებისთანავე.
მომხმარებელთან ურთიერთობა დროში შეუზღუდავია და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ. ტიკტიკ.მი-სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს შეწყვეტამდე მომხმარებლებს შორის პლატფორმის მეშვეობით დადებულ კონტრაქტებზე.
შეწყვეტის შემდეგ მომხმარებელს აღარ ექნება წვდომა მის ტიკტიკ.მი-ს ანგარიშსა და მასში შენახულ მონაცემებზე.
შპს ტიკტიკ.მი-ს პასუხისმგებლობა პლატფორმის სისწორისა და ხელმისაწვდომობის შესახებ
ტიკტიკ.მი არ იძლევა გარანტიას და არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორესა ან სისრულეზე; კერძოდ, ტიკტიკ.მი არ ამოწმებს მომხმარებელთა მიერ მოწოდებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორესა და სისრულეს ღონისძიებებთან და შესაბამის ბილეთებთან დაკავშირებით.
მომხმარებლებს და, კერძოდ, მყიდველებს, მოვუწოდებთ, რომ თვალყური ადევნონ პრესასა და სხვა მედიას ღონისძიებებთან მიმართებით, რათა დროულად შეიტყონ ღონისძიებების თარიღის ან სხვა პირობების ცვლილების ან გაუქმების შესახებ.
შეტყობინებები და კონტაქტი
ტიკტიკ.მი ღიაა მომხმარებლებთან, ღონისძიების ორგანიზატორებსა და სხვა ყველა დაინტერესული მხარესთან კომუნიკაციისთვის. ვისაც სურს, დაუკავშირდეს ტიკტიკ.მი-ს განცხადებებთან, შეკვეთებთან, თაღლითობის პრევენციასთან, ბილეთებთან, მომხმარებელთა მხარდაჭერასთან და პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@tictic.me.
სხვადასხვა
ტიკტიკ.მი მოუწოდებს მყიდველებს შეაფასონ გამყიდველები ღონისძიების ჩატარებიდან უმოკლეს ვადაში, მიანიჭონ მათ რეიტინგი და დატოვონ კომენტარი, რაც გაზრდის სანდოობას და გამჭვირვალობას და გაუმარტივებს ტიკტიკ.მი-ს მომხმარებლებს შემგომში პლატფორმაზე შეძენის გადაწყვეტილებების მიღებას და ამავდროულად შეამცირებს გამყიდველების მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკს.
პირობები გამყიდველებისათვის
გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ განთავსებული ღონისძიების ბილეთის/ბილეთების მონაცემები და ინფორმაცია არის სწორი და სრული, განსაკუთრებით, თარიღთან, ზონასთან/სექციასთან, რიგთან, ადგილსა და კატეგორიასთან (მაგ. ასაკობრივი შეზღუდვა, შეზღუდული ხედი, ადგილის არსებობა შშმ პირისთვის, განსაკუთრებული გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ადგილი) დაკავშირებით. გამყიდველმა ასევე უნდა მიაწოდოს მყიდველს ყველა ინფორმაცია, მონაცემი და დოკუმენტი (მათ შორის ღონისძიების ორგანიზატორის ნებისმიერი ზოგადი წესები და პირობები) ღონისძიებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ნებისმიერი ინფორმაცია ბილეთებთან და ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით უნდა იყოს მოწოდებული ობიექტურად. სუბიექტური კომენტარები და შეფასებები (მაგ., "პრემიუმ ხედი", "საუკეთესო კატეგორია") თავიდან უნდა იყოს აცილებული, თუ ეს ტერმინი კონკრეტულად არ არის მითითებული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ.
გამყიდველმა ბილეთის ფაილის ველში უნდა ატვირთოს შესაბამისი ბილეთის მარტივად გარჩევადი, ხარისხიანი მედია ფაილი (QR კოდი, ან სხვა). აღნიშნული ფაილი მიწვდომადი გახდება მყიდველისთვის მხოლოდ ბილეთის შეძენის და საბანკო ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ.
პლატფორმაზე განცხადების განთავსებისას, გამყიდველი გარანტიას იძლევა, რომ მას აქვს უფლება, გაყიდოს და გადასცეს მყიდველს განთავსებული ბილეთები. კერძოდ, გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ გაყიდვა არ ექვემდებარება ნორმატიულ შეზღუდვებს, ან ღონისძიების ორგანიზატორის მიერ დაწესებულ რაიმე შეზღუდვას და, რომ გამყიდველს უფლება აქვს გაიტანოს ბილეთები მეორად ბაზარზე. უფრო მეტიც, გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მითითება და შეზღუდვა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მყიდველმა მიიღოს შესყიდვის სრული გადაწყვეტილება, სათანადოდ არის წარმოდგენილი განცხადებაში. აკრძალულია სხვა არხებზე გასაყიდად უკვე განთავსებული ბილეთების ტიკტიკ.მი-ს პლატფორმაზე დადება. ტიკტიკ.მი აფრთხილებს გამყიდველებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა დაეკისროთ მყიდველებისთვის და/ან ტიკტიკ.მი-სთვის.
ტიკტიკ.მი-ს უფლება აქვს და შეიძლება კანონიერად მოეთხოვოს, დააწესოს გასაყიდი ფასის ზღვრები ან სხვა შეზღუდვები გამყიდველებისთვის და/ან ღონისძიებებისათვის, რომლებიც იმართება სპეციფიკურ ადგილებში. გამყიდველი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ღონისძიებებზე მოქმედებს ასეთი ლიმიტები ან შეზღუდვები პლატფორმით სარგებლობის პროცესის დროს პოპ-აპის, ტექსტური შეტყობინებებისა ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტიკტიკ.მი-ს შეუძლია შეაჩეროს ან წაშალოს გამყიდველის განცხადებები, თუ ტიკტიკ.მი მიიღებს შეტყობინებას გამყიდველის უკანონო ქცევის შესახებ, განსაკუთრებით გამყიდველის მიერ მომხმარებელთა დაცვის წესების დაღვევასთან დაკავშირებით.
გამყიდველი ანიჭებს ტიკტიკ.მი-ს უფლებას, დაარედაქტიროს განცხადება, თუ კატეგორია, სექცია და/ან მითითება არ შეესაბამება ტიკტიკ.მი-ზე განცხადებების გვერდის ოპტიმალურ საინფორმაციო სტრუქტურას და/ან სწორად არ არის დამატებული გამყიდველის მიერ. ტიკტიკ.მი-ს შეუძლია დაეხმაროს გამყიდველს, რომ შეცვალოს განცხადების ფასი ან ნებისმიერი პარამეტრი და აცნობებს გამყიდველებს ნებისმიერი მოქმედი ფასის ზღვარზე. თუ განცხადება შეცვლილია ტიკტიკ.მი-ის მიერ, გამყიდველი მიიღებს ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით. გამყიდველის ვალდებულებაა, შეამოწმოს შეცვლილი განცხადება და, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს/წაშალოს იგი თუ არსებული განცხადება არ შეესაბამება ბილეთის სწორ მახასიათებლებს.
გამყიდველს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტიკტიკ.მი-ს სავაჭრო ნიშნები წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
გამყიდველი პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს უფლება კანონიერად გაყიდოს და გადასცეს გასაყიდად გამოტანილი ბილეთები მყიდველს. გამყიდველმა უნდა განათავსოს გასაყიდად მხოლოდ ის ბილეთები, რომელთაც ის უკვე ფლობს („ხელზე“). წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს შემდგომი ჯარიმებისა და კომპენსაციების მიზეზი როც მყიდველის ასევე ტიტიკ.მი-სთვის მიყენებული ზარალის გამო.
გამყიდველმა არ უნდა დაამყაროს პირდაპირი კონტაქტი მყიდველთან ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან სოციალური მედიით, გარიგებების პლატფორმის გარეთ განხორციელების განზრახვით. ზემოთხსენებული შემთხვევა გამოიწვევს მომხმარებლის დაბლოკვას პლატფორმაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება გადაიდო ან ჩატარდება სხვა ადგილას (მათ შორის, გაუქმებული ღონისძიების განმეორებით დაგეგმვა), შესყიდვა კვლავ ძალაშია, სანამ ბილეთ(ებ)ი ვალიდურია ახალი თარიღისთვის და/ან ადგილისთვის. ასევე გამყიდველის პასუხისმგებლობაა დაეხმაროს მყიდველს ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელებაში. გადახდის გაუქმება ან დაბრუნება არის შეთანხმების საკითხი მყიდველსა და გამყიდველს შორის, ტიკტიკ.მი-ის სერვისის საკომისიო არ ბრუნდება ასეთ შემთხვევაში.
პირობები მყიდველებისათვის
პლატფორმაზე ღონისძიების ბილეთის განთავსება წარმოადგენს მყიდველისთვის მომავალი საკონტრაქტო ურთიერთობის პირობას, რომლის ფარგლებშიც ის შეძლებს შეიძინოს ბილეთები გამყიდველის მიერ განსაზღვრული ან მიღებული პირობებით.
გამყიდველსა და მყიდველს შორის ხელშეკრულება ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით დადებულად ჩაითვლება მყიდველის მიერ შეთავაზებაზე დათანხმებისთანავე. მყიდველი თანხმდება შეთავაზებას პლატფორმაზე არსებულ ღილაკზე „ყიდვა ახლავე“ დაჭერით.
მთლიანი ფასი მოიცავს (1) ბილეთების ფასს ("გასაყიდი ფასი"), (2) Tictic.me-ის ელექტრონული სერვისის საკომისიო (თანხა დამოკიდებულია ღონისძიების ტიპზე, ბილეთის ტიპზე ან ღონისძიების ადგილზე) და (3) საკომისიოს კონკრეტული გადახდის საშუალების გამოყენებისთვის („მთლიანი ფასი“).
მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს მთლიანი ფასი. გამყიდველი განსაზღვრავს გასაყიდ ფასს მის მიერ არჩეულ ვალუტაში. დარიცხული თანხა უნდა იყოს ამ ვალუტაში და მყიდველი ადასტურებს, რომ შესაძლოა იყოს სხვაობა მისი ბანკის მიერ გამოყენებული ვალუტის კურსში.
მყიდველი პასუხისმგებელია ონლაინ ბილეთის ან კოდის დაცვაზე და უნდა უზრუნველყოს, რომ ის არ იყოს გაზიარებული ან ხელმისაწვდომი მესამე მხარისთვის.
მყიდველს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტიკტიკ.მი-ის სავაჭრო ნიშნები წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.